მე-12 კლასელთა ამაღელვებელი გაცილება და შთამბეჭდავი ღონისძიება წალკის N2 საჯარო სკოლაში
20-05-2026

2025-2026 სასწავლო წელი მე-12 კლასელებისთვის დღეს, 20 მაისს დასრულდა. 2026 წელს „ბოლო ზარი“ 42 853 მე-12 კლასელისთვის დაირეკა. 

კიდევ ერთი ლამაზი თაობა დააფრთიანა წალკის N2 საჯარო სკოლამ. 

20 მაისს, სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა და სასკოლო ცხოვრებაში კიდევ ერთი განსაკუთრებული დღე ჩაიწერა - სასიხარულო და ამავე დროს სევდიანი.

სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია.

გაიმართა შთამბეჭდავი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი მომენტები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექტორმა და მასწავლებლებმა აღზრდილებს გზა დაულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს. 

„ჩვენს აბიტურიენტებს გვინდა ვუთხრათ: გახსოვდეთ, ყოველი ეტაპის დასასრული, რაღაც ახალის საწყისია, თქვენ ტოვებთ ჩვენს კედლებს და არა ჩვენს მხარდაჭერას, მუდამ გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ კი გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი გვასახელებს და ვიამაყებთ თქვენი ადამიანობით“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა აქტიურ მხარდამჭერებად და გულშემატკივრებად რჩებიან. 

„ასევე განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მანდატურებს, რომლებიც სამუშაო თუ არა სამუშაო დღეებში გვიდგანან გვერდით“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203