„ანბანის ზეიმი“ - ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო მიღწევები ღონისძიებით აღნიშნეს
20-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

სკოლაში „ანბანის ზეიმი“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა სასწავლო მიღწევები სასკოლო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

მოსწავლეებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სიტყვით გამოვიდნენ პედაგოგი ​გუანნა მკოიანი, სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი.

საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი - მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. 

„ქართული მარტო ენა,

ქართული ქართველს რწმენაა.

ღმერთია,

ბედისწერაა,

ზღვა როა იმოდენაა“,- სწორეს ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას. 

ღონისძიება ხელმძღვანელობდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გუანნა მკოიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203