საგამოცდო საგნებში პასუხების ფურცლის ნიმუშები ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებელბის, აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
20-05-2026
2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებისთვის თითოეული საგნის მიხედვით პასუხების ფურცლის ნიმუშები ხელმისაწვდომია.
 
აღნიშნული მიზნად ისახავს აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატებსა და მასწავლებლებს წინასწარ გააცნოს ის ფორმატი, რომელშიც მათ საგამოცდო ტესტების პასუხების გადატანა მოუწევთ. 
 
ცენტრი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ გამოცდაზე ფასდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, შესაბამისად მისი სწორად შევსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
 
ნიმუშებში დეტალურად არის წარმოდგენილი თითოეული საგნის პასუხების ფურცლის სტრუქტურა. აღნიშნული მასალების წინასწარ გაცნობა აბიტურიენტებს დაეხმარება უკეთ გაერკვნენ საგამოცდო პროცესში, მართონ დრო და თავიდან აიცილონ ტექნიკური ხარვეზები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203