
2025-2026 სასწავლო წელი მეთორმეტეკლასელებისთვის დღეს, 20 მაისს დასრულდა. 2026 წელს „ბოლო ზარი“ 42 853 მე-12 კლასელისთვის დაირეკა.
კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლიდან.
წელს, სკოლამ 49-ე თაობა გამოუშვა.
ეს იყო ემოციებით სავსე დღე, რომელიც კურსდამთავრებულთა ცხოვრებაში დაუვიწყარი მოგონებად ჩაიწერა.
გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი მომენტები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექტორმა და მასწავლებლებმა აღზრდილებს გზა დაულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს.
„გზა მშვიდობისა ძვირფასო აბიტურიენტებო...“,- აღნიშნავენ სკოლაში და აღზრდილებს სევდანარევი სიხარულით ემშვიდობებიან.
იხილეთ ფოტოები: