
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ მეფის ხსენების დღე საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით აღნიშნეს.
14 მასის, „თამარობასთან“ დაკავშირებით, ხარების საჯარო სკოლის მე-8 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატრაში ჩატარდა შემოქმედებითი სახის დავალება - „ჩემი ვეფხისტყაოსანი“.
მოსწავლეებმა მიმოიხილეს მეთორმეტე‐მეცამეტე საუკუნეები, ქვეყნის „ოქროს ხანა“, ისაუბრეს შოთა რუსთაველის შესახებ არსებულ ბიოგრაფიულ ცნობებზე, განათლებაზე, აგრეთვე იმუშავეს აფორიზმებზე, ბოლოს კი შექმნეს სლოგანი.
აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით წარიმართა. მასწავლებელი მ.სოლომონიძე მოსწავლეებს აქტიური მუშაობისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: