ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები „შინდისის გმირის“ - თემურ ბერიძის ხსოვნის პატივსაცემად საინტერესო პროექტს ახორციელებენ
20-05-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ პროექტზე - „ექვთიმე“, რომელიც  „შინდისის გმირის“ თემურ ბერიძის ხსოვნის უკვდავყოფას ისახავს მიზნად. 

„შინდისში მტრის ალყაში მოქცეულს, სიცოცხლე სნაიპერმა მოუსწრაფა. სწორედ იქ, სადაც გმირმა ზოიძემ და მისმა ნათლიამ აიფეთქეს თავი, რომ ტყვეობაში არ ჩავარდნილიყვნენ. შინდისი შინდისფრად იმ დღეს გმირების სისხლით შეიღება. თემურ ბერიძე დაჭრილი ებრძოდა მტერს, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. 1974 წლის 17 მაისს დაიბადა ხულოს რაიონში, ცხოვრობდა დედოფლისწყაროს სოფელ ფიროსმანში 2008 წლის 11 აგვისტოს კი შინდისში დაეცა“,- კიდევ ერთხელ გაიხსენეს მოსწავლეებმა და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

აღსანიშნავია, რომ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და საამაყო წინაპრების პატივისცემასა და მათი ღვაწლის დაფასებას ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203