
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით განისაზღვრა, რომ ფონდიდან მოთხოვნილი თანხა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ლარს, ორ წელიწადში – 70 000 ლარს.
ფონდიდან მოთხოვნილი თანხა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:
ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 17 000 ლარს);
ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯები (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 16 000 ლარს), რომელიც შეიძლება მოიცავდეს:
ბ.ა) ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენისა და მომსახურების ხარჯებს;
ბ.ბ) დამხმარე პერსონალის ანაზღაურების ხარჯებს;
ბ.გ) საველე სამუშაოებისა და ექსპედიციის ხარჯებს;
ბ.დ) პროფესიული ლიტერატურის შეძენის ხარჯებს;
ბ.ე) სამეცნიერო ღონისძიებასა (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა) და/ან კვლევითი ვიზიტისათვის საჭირო ხარჯები (რეგისტრაციის გადასახადს, საცხოვრებელ და დღიურ ხარჯებს, ტრანსპორტირების ხარჯი);
ბ.ვ) პროფესიული ასოციაციის წევრობის ხარჯები;
ბ.ზ) კომპიუტერული და კვლევისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ხარჯი;
ბ.თ) კვლევის შედეგების პრეზენტაციის ხარჯი;
გ) ზედნადები ხარჯი (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 2000 ლარს).