მცხეთის წმ. ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
19-05-2026

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრას, ბიოლოგიის პედაგოგი შორენა გოგალაძე  მასპინძლობდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეების მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გააზრებას და ცნობიერების ამაღლებას.

შეხვედრა ინტერაქციული პროცესით წარიმართა - იაქტიურეს გიმნაზიელებმა. სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს გლობალური და ლოკალური ეკოლოგიური გამოწვევა, განსაკუთრებული ყურადღება კი მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) დაეთმო.

მთავარი თემები და გამოწვევები, რომელეთა შესახებ შეხვედრაზე იმსჯელეს შემდეგია:

ნარჩენების  მართვა: როგორ შევამციროთ პლასტმასის მოხმარების მართვის უფლება, რა როლი აქვს სეპარაციას და გადამუშავებას ეკოსისტეს გადარჩენაში;

სუფთა ჰაერი და წყალი: სიცოცხლისთვის ამ რესურსების დაცვის მექანიზმები და ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობა;

ბიომრავალფეროვნების დაცვა: საქართველოს უნიკალური ფლორისა და ფაუნის გაფრთხილება და ბალანსის შენარჩუნების მნიშვნელობა;

გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა: სწორი ინფორმირებულობის საფუძველი- სუფთა, მწვანე და უსაფრთხო მომავლისთვის;

გიმნაზია მადლობას უხდის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლს ქალბატონ თამარ ბარბაქაძეს სტუმრობისთვის, საინტერესო დისკუსიისთვის და ახალგაზრდებში მწვანე აღნიშვნების გაღვივებისთვის.

„ჩვენ ვაგრძელებთ ზრუნვას გარემოზე და გვჯერა, რომ დიდი ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203