„გერმანული რატომ არა?“ - ქუთაისის N12 სკოლის გერმანული ენის კლუბის წევრთა მონაწილეობით, ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
25-05-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გერმანულ ენას ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს გერმანული ენის კლუბი. ბავშვები საკლუბო მუშაობის ფარგლებში საინტერესო აქტივობებს თუ პროექტებს ახორციელებენ და ცოდნა იმდიდრებენ.  

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, კლუბმა განახორციელა საინტერესო პროექტი სახელწოდებით - „გერმანული რატომ არა?“.

პროექტის ფარგლებში გერმანული ენის კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“

ინტელექტუალურ თამაშში მე-10, მე-10, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფები, ისინი დასაჩუქრდნენ დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203