ქუთაისის N12 სკოლის კლუბმა - „ახალ ჰორიზონტი“, დრონის პილოტირების საჩვენებელი პრეზენტაცია გამართა
22-05-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს კლუბი „ახალ ჰორიზონტი“, რომლის წევრებიც ტექნოლოგიურ სიახლეებს ეცნობიან, ამ კუთხით ვითარდებიან და იძენენ მომავლის უნარ-ჩვევებს. 

ევროსაბჭოს პროექტის - „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ფარგლებში, ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში კლუბ „ახალი ჰორიზონტის“ საჩვენებელი პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს დრონის პილოტირების პრაქტიკული აქტივობა (ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი ვიქტორ ჩაჩავა).

მონაწილეებმა აჩვენეს დრონის მართვის საწყისი უნარები და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები სასწავლო პროცესში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავებას ტექნოლოგიების მიმართ და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

„მადლობა ყველა მონაწილესა და მხარდამჭერს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203