ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ბარბარე კორძაიამ და ნატალი ცნობილაძემ ვიქტორინა-კონკურსში - „ქუთაისის მემატიანე“ მეორე ადგილი დაიკავეს 
21-05-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

„2 მაისს, ,ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილებისა და ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი - „ქუთაისის მემატიანე“.

კონკურსში ჩართულნი იყვნენ ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლების Vlll-Xll კლასის მოსწავლეები.

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა - ბარბარე კორძაიამ და ნატალი ცნობილაძემ (ისტორიის მასწავლებელი: მარინა ჟღენტი) II ადგილი დაიკავეს და დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს მიღწეულ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203