
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს კლუბი „ახალ ჰორიზონტი“. კლუბში სწავლება ორიენტირებულია მომავალზე, სადაც განათლება და ტექნოლოგია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ევროსაბჭოს პროექტის - „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ფარგლებში, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის ინიციატივით, კლუბის - „ახალი ჰორიზონტი“ წევრები ერთობლივად მუშაობენ ტაბლეტზე. რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ცხადყოფს, რომ სწავლება ინტეგრირებულია ციფრულ ტექნოლოგიებთან და თანამშრომლობით სწავლებასთან.
გაკვეთილის ძირითადი მიმართულებაა ვიდეოების შექმნის სწავლება ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით. მოსწავლეები ეცნობიან, როგორ შეიძლება იდეის ფორმირება, სცენარის შედგენა და შემდეგ მისი გადატანა ციფრულ ფორმატში AI ინსტრუმენტების დახმარებით. ისინი სწავლობენ არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებს, არამედ კრეატიულ აზროვნებას, ვიზუალური მასალის სწორად შერჩევას და ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემას.
პროცესი მოიცავს: იდეის გენერირებას და თემის შერჩევას AI პლატფორმების გამოყენებით ვიზუალური და ვიდეოკონტენტის შექმნას გუნდურ მუშაობას და ერთმანეთის იდეების გაზიარებას, საბოლოო პროდუქტის პრეზენტაციას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი მიდგომა მოსწავლეებს ეხმარება განივითარონ ციფრული კომპეტენციები, კრიტიკული აზროვნება და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების უნარი.
პასუხისმგებელი პირი: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი ვიქტორ ჩაჩავა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: