ქუთაისის N7 სკოლის მოსწავლეებთან უნივერსიტეტის პროფესორმა  თემაზე - „ ტყუილის ფსიქოლოგია“ ლექცია-დისკუსია ჩაატარა 
20-05-2026

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტის პროფესორმა თემაზე - „ ტყუილის ფსიქოლოგია“ ლექცია წაიკითხა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო ბალანჩივაძემ სამოქალაქო განათლების კლუბისა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებთან დისკუსიის ფარგლებში, ისაუბრა ტყუილის ფსიქოლოგიურ ბუნებასა და გამომწვევ მიზეზებზე.

️მოსწავლეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

* რატომ მიმართავს ადამიანი ტყუილს;

* რა კავშირია ტყუილსა და ემოციებს შორის;

* როგორ ყალიბდება ნდობა და რა მნიშვნელობა აქვს გულწრფელ კომუნიკაციას;

* როგორ ვმართოთ რთული ემოციები და გამოვხატოთ საკუთარი აზრი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში თვითშემეცნების, ემოციური ინტელექტისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა . ჯანსაღი კომუნიკაციისა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების მნიშვნელობის გააზრება

„მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებს ეხმარება არა მხოლოდ საკუთარი ემოციებისა და ქცევების უკეთ გაცნობიერებაში, არამედ უფრო პასუხისმგებლიანი და ემპათიური გარემოს ჩამოყალიბებაში“,- დასძენენ სკოლაში. 

შეხვედრის ფასილიტატორები არიან -  სამოქალაქო განათლებისა და ხელოვნების მასწავლებლები: ზაირა ტყაბლაძე და ინგა კვერნაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203