ევროპარლამენტის მოდელირების სესიის გამარჯვებული, ქუთაისის N13 სკოლის მოსწავლე იოანე ჩხიკვაძე, სასწავლო ვიზიტით, სტრასბურგში გაემგზავრება
21-05-2026

ქუთაისის N13 საჯარო სკოლის სასახელოდ მე-11 კლასის მოსწავლე იოანე ჩხიკვაძემ საამაყო აკადემიური წარმატება მოიპოვა. 

9-12 მაისს, ქუთაისში ევროპის დღეების ფარგლებში, ევროპის აკადემიური ცენტრის ორგანიზებით, "ევროპარლამენტის მოდელირება 2026" გაიმართა, რომელშიც ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მე-11 კლასის მოსწავლე იოანე ჩხიკვაძე ევროპარლამენტის მოდელირების დელეგატთა შორის გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებული დელეგატი, სტრანსბურგში, ევროპარლამენტში, სასწავლო ვიზიტით, სრული დაფინანსებით გაემგზავრება.

სკოლაში ხარობენ მოსწავლის წარმატებას და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„წარმატებები ჩვენს მიზანდასახულ და ნიჭიერ იოანეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203