
ქუთაისის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
17 მაისს გაიმართა TOEFL -ის სამეტაპიანი კონკურსის ფინალისტთა დაჯილდოვება.
შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატი ყველა მონაწილემ მიიღო.
უმაღლესი ქულით (შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში) მხოლოდ ერთი მონაწილე უნდა გამოვლენილიყო და ქუთაისის N13 საჯარო სკოლის მე-8კლასის მოსწავლე ალექსანდრე ჩინჩალაძე ის გამორჩეული მაღალქულიანი აღმოჩნდა.
მისი დამრიგებელი და ინგლისურის პედაგოგი თამარ ჩომახიძე გახლავთ.
სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას ცოდის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ალექსანდრეს და მის პედაგოგს ამ წარმატებას, წარმატებული მომავალი ალექსანდრეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: