ოყურეშის საჯარო სკოლის II და IV კლასების მოსწავლეები „ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ
19-05-2026

დღეს, 19 მაისს, „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში, ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო.

ოლიმპიადა ტარდება ონლაინ ფორმატში და მასში მონაწილეობა მე-2-დან მე-11 კლასის ჩათვლით ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია.

საგნობრივ ჩემპიონატს აქტიურად შეუერთდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლა.

II-IV კლასების მოსწავლეებმა ონლაინ ჩემპიონატი სკოლაში გაიარეს.  

ცოდნა გამოავლინეს და წარმატება მოიპოვეს მეორე კლასის მოსწავლე დემეტრე გიორბელიძემ და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა: ანდრია გოლეთიანმა, ინა გიორბელიძემ, თეო გიორბელიძემ,მარიამ ჩალაძემ.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და სწავლის წყურვილი, მათ ჩართულობას კი საგნობრივ ოლიმპიადებში ყოველთვის ახალისებენ.

„ვულოცავთ მოსწავლეებს და ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ წარმატებასა და წინსვლას. მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული მედია-პროექტეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ჩემპიონატი საუკეთესო გზაა მოსწავლეების აკადემიური განვითარებისა და მოტივაციის გასაზრდელად. ოლიმპიადებში მონაწილეობა საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას - გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამოსცადონ შესაძლებლობები და ისწავლონ დროის მართვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203