
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, იძენენ ახალ გამოცდილებას და წარმატებით წარმოაჩენენ ცოდნასა და შესაძლებლობებს.
ახლახან, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და სასახლის ინტელექტ-კლუბის ერთობლივი სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია – „ნორჩი მკვლევარი 2026“ ჩატარდა.
კონფერენციის თემას - „სამეგრელო ლევან II დადიანის მმართველობის პერიოდში - პოლიტიკა, კულტურა და ევროპასთან ურთიერთობა“ წარმოადგენდა.
პროექტის ავტორები არიან - მედეა თორია და თეონა ხუბულავა. ხოლო კონფერენციის მიზანია: მოსწავლეებში წყაროებთან მუშაობის, ისტორიული კვლევის, ანალიზის, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება. XVII საუკუნის სამეგრელოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და საერთაშორისო ურთიერთობების გააზრება, ლევან II დადიანის ისტორიული როლისა და ევროპასთან კავშირის მნიშვნელობის შეფასება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები - ნიკა ჭურღულია და ქეთი ხასია, რომელთაც პროექტში გამარჯვებისთვის დიპლომები გადაეცათ.
გამარჯვებულმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს პროექტის ხელმძღვანელს - ისტორიის პედაგოგ მერაბ კვარაცხელიას და სკოლის დირექტორ თამარ ივარდავას თანადგომისთვის.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვამაყობთ მათი წარმატებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: