
ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში, წარმოაჩენენ ნიჭსა და შესაძლებლობებს, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
მათ შორის, ნიჭიერი და მონდომებული მე-8 კლასელები ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილ წერის კონკურსში - „ნორჩი ჟურნალისტი“ აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„პატარა მწერლებმა“ , ჩვენმ საუკეთესო მერვეკლასელებმა, კალიგრაფიის კონკურსის შემდეგ თავიანთი ძალები მწერლობაშიც მოსინჯეს და არც თუ ურიგოდ.... სიგელები და დიპლომიც დაიმსახურეს.
კიდევ ველოდებით და იმედია, არ დააყოვნებს შედეგი კონკურსიდან - „როგორ მესახება ჩემი მომავალი“.
წარმატებები, ჩვენო ჭკვიანო და გონიერო ბავშვებო! თქვენ ხართ საქართველოს ნათელი მომავალი“,- წერს სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე.
იხილეთ ფოტოები: