ქუთაისის N36 სკოლის ბაზაზე არსებული ანსამბლი „დავითი“  ფოლკლორულ ფესტივალზე წარმატებით წარდგა 
20-05-2026

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან ქართული ცეკვის ხელოვნებას. სკოლასთან წარმატებით ფუნქციონირებს ანსამბლი „დავითი“, რომლის აქტიური წევრებიც სწორედ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. 

სკოლის ბაზაზე არსებულმა ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდულ ფოლკლორულ ფესტივალში - „მომავალი ჩვენია!“

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ანსამბლი „დავითი“, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ შეიქმნა, უკვე არაერთ წარმატებას აღწევს და ღირსეულად წარმოადგენს სკოლასა და ქართულ ქორეოგრაფიულ სამყაროს.

ანსამბლის ქორეოგრაფები, გიორგი გელაშვილი და ნატალია გელაშვილი, არჩეულ იქნენ ეროვნული ცენტრის საპატიო წევრებად.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით, მათი შრომის, მონდომებისა და სიყვარულის დასაფასებლად.

„ვულოცავთ თითოეულ პატარა მოცეკვავეს, მშობელსა და ჩვენს ერთგულ გუნდს ამ წარმატებას! წინ კიდევ ბევრი ლამაზი გზაა გასავლელი!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203