
წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა წახალისებულია.
სკოლაში 4-14 მაისის ჩათვლით გაიმართა განსაკუთრებული და ძალიან საინტერესო აქტივობა - „მშობელი გაკვეთილზე“.
კვირეულის განმავლობაში მშობლები თავად იქცნენ მასწავლებლებად და მოსწავლეებს გაუზიარეს ასაკისთვის შესაბამისი, საინტერესო და შემეცნებითი თემები. გაკვეთილები იყო მრავალფეროვანი, ცოცხალი და ემოციური, რამაც, კიდევ უფრო გააძლიერა სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები ბავშვებისთვის არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ ურთიერთპატივისცემის, გამოცდილების გაზიარებისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობაა.
„მადლობას, ვუხდით თითოეულ მშობელს ჩართულობისთვის, გულწრფელი დამოკიდებულებისა და იმ სითბოსთვის, რომელიც ამ დღემ ჩვენს სკოლაში შემოიტანა“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: