
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში, 14 მაისს გეოგრაფიის მასწავლებლის - ნინელი ვიბლიანის ხელმძღვანელობით, კონკურსი - „წლის საუკეთესო გეოგრაფი“ ჩატარდა.
კონკურსი მიზნად ისახავდა ნასწავლი მასალის, გეოგრაფიული ცოდნის გახსენებას, გაღრმავებას და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.
ღონისძიება დაიწყო წუთიერი დუმილით, რომლითაც პატივი მიაგეს სკოლის დირექტორის - რამაზ ხინიკაძის ხსოვნას.
კონკურსი მეტად საინტერესოდ მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.
კონკურსის გამარჯვებული კი გახდა თამარ ხინიკაძე, მეორე ადგილზე გავიდა ნიკა ნაკაიძე, მესამე ადგილი კი - ნიკა ბერიძემ და რიტა ხინიკაძემ გაინაწილეს.
გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი პრიზები.
ღონისძიება იყო კარგად დაგეგმილი, მრავალფეროვანი და შემეცნებითი.
სკოლაში მადლობას უხდიან ორგანიზატორს, ჟიურის წევრებს და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და საინტერესო თამაშისთვის.
იხილეთ ფოტოები: