„მე ისეთ საქართველოზე ვოცნებობ, სადაც ყოველთვის დილა იქნება...“ ქუთაისის N38 სკოლაში ზურაბ გორგილაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა 
19-05-2026

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში ქართველი პოეტის, გამორჩეული შემოქმედის, ზურაბ გორგილაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა.

ახალი სივრცე მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ სასწავლო გარემო, ზურაბ გორგილაძის პოეზიისა და ეროვნული ღირებულებების გაცნობის განსაკუთრებული სივრცეც იქნება.

„მე ისეთ საქართველოზე ვოცნებობ,

სადაც ყოველთვის დილა იქნება...“

​დღეს, ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სწორედ ასეთი იმედიანი და „დილიანი“ დღეა - გაიხსნა დიდი ქართველი პოეტის, ზურაბ გორგილაძის სახელობის კაბინეტი. მადლობა ბატონ მერაბ კვიცარიძეს ამ კეთილშობილური ინიციატივისთვის. გვჯერა, რომ ეს კაბინეტი ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას შთააგონებს“,-აღნიშნავენ სკოლაში 

ზურაბ გორგილაძის სახელობის კაბინეტი მომავალში არაერთ ლიტერატურულ შეხვედრას, შემოქმედებით აქტივობასა და პოეზიის საღამოს უმასპინძლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203