
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე შემოქმედებითი გარემო სუფევს.
სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, გაიანე სარკისიანმა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით სასწავლო პროექტი განახორციელა.
მისი თქმით, ბუნებისმეტყველების გაკვეთილი მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას არ ნიშნავს - ის მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, გარემოსადმი ინტერესისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებასაც ემსახურება.
მასწავლებლის ინიციატივითა და დიდი შრომის შედეგად, მოსწავლეებმა შექმნეს მრავალფეროვანი და საინტერესო მაკეტები, რომლებიც ბუნების თემატიკას ასახავს. თითოეული ნამუშევარი ბავშვების ფანტაზიის, მონდომებისა და გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ერთობლივი შედეგია.
სასწავლო პროცესში მსგავსი აქტივობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენონ, განივითარონ შემოქმედებითი უნარები და ბუნების დაცვასა და მნიშვნელობაზე მეტად დაფიქრდნენ.
აღსანიშნავია მასწავლებლის დიდი შრომა, მოთმინება და პროფესიონალიზმი, რომელმაც შეძლო ბავშვებისთვის საინტერესო, თბილი და შემოქმედებითი სასწავლო გარემოს შექმნა. სწორედ ასეთი გაკვეთილები ტოვებს მოსწავლეების მეხსიერებაში განსაკუთრებულ კვალს და მათ სწავლის სიყვარულს უღვივებს.
იხილეთ ფოტოები: