
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებისთვის სასწავლო წლის მიწურულს საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
Iბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ბელა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, შემეცნებით-გასართობი ექსკურსიით მარტყოფს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია საინტერესო და ამასთანავე მეტად სახალისო თავგადასავალი აღმოჩნდა. პატარებმა მოილოცეს მარტყოფის მამათა მონასტერი, ითამაშეს ბუნებაში და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან.
აღსანიშნავია, რომ სკოლა-გიმნაზიაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და დიდი ინტერესით გამოირჩევა.
იხილეთ ფოტოები: