საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-5 კლასელები ტროპიკულ ორანჟერეას სტუმრობდნენ
22-05-2026
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ბუნების მრავალფეროვნებსა და ეკოსისტემის მნიშვნელობას ახლოდან გაეცნენ და ტროპიკული მცენარეები დაათვალიერეს. მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი, გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 
 
მე-5 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მზიური კოჩალიძის ხელმძღვანელობით, თბილისის ბოტანიკური ბაღის ტროპიკულ ორანჟერეას სტუმრობდნენ. 
 
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ულამაზესი ეგზოტიკური მცენარეები, გაიგეს საინტერესო ინფორმაცია ტროპიკული გარემოსა და იშვიათი სახეობების შესახებ და დიდი ინტერესით ჩაერთნენ შემეცნებით აქტივობებში.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203