საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში „მხიარული სტარტების“ ფინალი გაიმართა - ოქროს თასი მე-4ა კლასის გუნდს ერგო
21-05-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრის - „მხიარული სტარტების“ ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ერთმანეთს მე-4 და მე-5 კლასების გუნდები დაუპირისპირდნენ. შეჯიბრება მრავალფეროვანი სპორტული და გასართობი აქტივობებით წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა გამოავლინეს სისწრაფე, გუნდური მუშაობის უნარი, მოხერხებულობა და გამარჯვების სურვილი.

ფინალური შეხვედრა განსაკუთრებით სანახაობრივი აღმოჩნდა. დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლაში გამარჯვება მე-4 კლასის გუნდმა მოიპოვა.

წარმატებული ასპარეზობისთვის გამარჯვებულებს საზეიმოდ გადაეცათ გარდამავალი ოქროს თასი. 

„მხიარული სტარტები“ მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტის სიყვარულის გაღვივებასა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას ემსახურებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203