
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი და შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს.
ღონისძიება გაიმართა სლოგანით - „მიყვარხარ, ჩემო დედამიწა“, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა მოსწავლეები გარემოს დაცვისა და ბუნებისადმი სიყვარულის იდეის გარშემო.
მესამე კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, იმსჯელეს ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მნიშვნელობაზე და წარმოადგინეს თემატური ნამუშევრები, პოსტერები და გზავნილები, რომლებიც საზოგადოებას გარემოზე ზრუნვისკენ მოუწოდებდა.
აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარი ხედვები შემოქმედებითად და საინტერესოდ წარმოაჩინეს.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება და იმის გააზრება, რომ დედამიწაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა.
იხილეთ ფოტოები: