Protect our nature - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასელთა საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი
20-05-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის თემაზე საინტერესო და შემოქმედებითი პროექტი - “Protect our nature/დავიცვათ ჩვენი ბუნება“ - განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ოთხივე წელიწადისათვის დამახასიათებელი ბუნების ხედები შექმნეს და ფერადი ნამუშევრების საშუალებით წარმოაჩინეს საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება და სილამაზე.

ბავშვებმა თავიანთი შემოქმედებით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება.

„მოსწავლეებმა დახატეს გარემო, რომელიც ოთხივე წელიწადის დროს ახასიათებს და შეგვახსენეს, როგორი ლამაზი ბუნება გვაქვს, რომ ამ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება“,- გვიყვებიან გიმნაზიაში. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, განიმტკიცეს ინგლისური ენის ცოდნა და გაიმდიდრეს სიტყვათა მარაგი, ამასთან წარმატებით წარმოაჩინეს შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები. 

მე-3 კლასის ხელმძღვანელი მადონა ვარდოშვილი გახლავთ, ინგლისურ ენას კი მოსწავლეებს პედაგოგი ნათია მიქაძე ასწავლის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203