ორღულის საჯარო სკოლაში ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის პოეზიამ იზეიმა 
19-05-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში დიდი ქართველი პოეტების შემოქმედებამ იზეიმა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთად გაიხსენეს ქართული პოეზიის ორი ვარსკვლავი - ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი - ორი ადამიანი, რომლებმაც ქართულ სიტყვას ახალი სული ჩაბერეს და ლექსს ისეთი ფერი მისცეს, რომელიც დღემდე არ გამქრალა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტთა ლექსები, ისაუბრეს მათ ცხოვრებაზე, ხოტბა შეასხეს შემოქმედებას. 

ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა და უკეთ გაიაზრეს პოეტური სიტყვის ძალა და ამ გზით ემოციების გამოხატვის სილამაზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203