საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასელები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით უფლისციხეს სტუმრობდნენ
20-05-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

IV კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ქეთევან გაგოშიძის ხელმძღვანელობით, შემეცნებით- გასართობი ექსკურსიების ფარგლებში უფლისციხეს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა მოილოცეს ატენის სიონი და დაათვალიერეს უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქი.

მე-4 კლასელებმა შეიტყვეს, რომ უფლისციხე ერთ-ერთი უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქსია საქართველოში, რომლის ისტორია საუკუნეებს ითვლის. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი დარბაზები, გვირაბები და ტაძრები და გაიგეს, როგორც ცხოვრობდნენ ადამიანები ძველად. 

მოსწავლეები ექსკურსიიდან დადებითი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203