ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობას კონფერენცია მიეძღვნა 
19-05-2026

ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში სკოლაში, პედაგოგ ქეთევან კობეშავიძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია - „ივანე ჯავახიშვილი-150“.

მოსწავლეებმა წარადგინეს საინტერესო თემები ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. კონფერენციას ესწრებოდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები.

შეხვედრა საინტერესო და შემეცნებით გარემოში წარიმართა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მოსწავლეთა ინტერესი საქართველოს ისტორიისა და კულტურის მიმართ.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დოკუმენტური ფილმის - „ივანე ჯავახიშვილი 1876–1940“ - ჩვენება, რომელმაც დამსწრეებს კიდევ ერთხელ დაანახა დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის ცხოვრების გზა.

„კონფერენციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ახალგაზრდებში ისტორიული მეხსიერების, ეროვნული ღირებულებებისა და მეცნიერული ინტერესის გაღრმავებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203