
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში. სკოლის სასახელოდ კი წარმატებით ასპარეზობენ.
ახლახან, ოლიმპიადა „კინგსის“ 2025 წლის საშემოდგომო სეზონის ლიგაზე, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ სკოლა გიმნაზიის მოსწავლეები: გაბრიელ ხუბულავა და გიორგი ნონიაშვილი.
ასევე ოლიმპიადის ხელმძღვანელობისგან ჩართულობისა და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენის საქმეში გამოჩენილი ერთგულებისთვის საპატიო სიგელები მიენიჭათ გიმნაზიის პედაგოგებს: მადონა ვარდოშვილსა და ქეთევან მოსულიშვილს.
სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: