
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა ღონისძიებით დააგვირგვინეს.
პატარებმა საანბანო პერიოდი წარმატებით დაასრულეს, სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიება მოიცავდა, როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო და შემოქმედებითი ნომრებს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და პირველი სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და უნარები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: