ავრანლოს საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააციელს 
19-05-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა.

ახალგაზრდები სევდანარევი სიხარულით დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას, საყვარელ მასწავლებლებს, სკოლის ძვირფას წლებს და უდარდელ ბავშვობას, მათთვის სკოლის ბოლო ზარი, ახალი ცხოვრების დასაწყისისთვის გაისმა.

„ბოლო ზარის“ ღონისძიება განსაკუთრებულად ლამაზი, ფერადი და ემოციური იყო. სცენის ულამაზესი მორთულობა, თეთრი პერანგები ფერად-ფერადი წარწერებითა და ნახატებით, მოსწავლეთა საზეიმო წარდგენა, სახალისო ნომინაციები, მასწავლებელთა დაჯილდოება, მოგონებების გაცოცხლება, იუმორისტული, მუსიკალური ნომრები და ა.შ.

„დადგა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ახალ გზას გაუყვებით, ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, განვითარების ახალი პერსპექტივითა და პასუხისმგებლობით.

ყოველთვის გახსოვდეთ სკოლის ბავშვური, სიცელქით სავსე წლები, მეგობრები და უპირველეს ყოვლისა მასწავლებლები, რომლებმაც უდიდესი ბიძგი მოგცათ ცხოვრების ამ ეტაპზე, მათ თქვენში ჩადეს ყველაზე ღირებული და აუცილებელი - განათლება.

ისწრაფეთ მხოლოდ ღირებულის მისაღებად და განსამტკიცებლად, რადგან ქვეყნის
უკეთესი მომავლის მთავარი შემოქმედნი სწორედ თქვენ ხართ.

ბედნიერება ყოფილიყოს თქვენი მეგზური, გისურვებთ წარმატებულ მომავალს!“ -ასე მიულოცა ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის დირექტორმა მიხეილ ჯაყელმა კურსდამთავრებულებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203