
დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ივერიის“ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება შემეცნებითი თავგადასავალია, გაჯერებული როგორც სასწავლო, ისე სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით.
დირექცია და პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რათა მოსწავლეებისთვის ყოველი დღე იყოს ბედნიერებითა და სიხარულით სავსე.
„ჩვენთან სკოლა „ივერიაში“ ბედნიერებაა… და რა არის ბედნირება?
ბედნიერებაა ჩვენი ბავშვები, მათი პატარა, სუფთა და თბილი გულები... ბედნიერებაა მათი სიყვარული, მათი მოფერება და ბედნირებაა ის რომ მათთან ერთად ფერადია სამყარო“,- გვეუბნება პედაგოგი ნინო გერგიძე-რიჟამაძე და მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებას ყოველთვის უმრავალფეროვნებს.
იხილეთ ვიდეო