
დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ივერიის“ მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო, შემოქმედებითი აქტივობაზე იმუშავეს.
აქტივობა „კვერცხიდან ფრთებამდე - მწერების საოცარი მოგზაურობა“ მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის გაღრმავების მიზნით ჩატარდა.
მოსწავლეები გაეცნენ მწერების განვითარების ეტაპებს, მათ სასიცოცხლო ციკლსა და ბუნებაში არსებულ მნიშვნელოვან როლს.
ბავშვებმა დიდი ინტერესით იმუშავეს თემაზე, მოიძიეს ინფორმაცია და მიღებული ცოდნა შემოქმედებითად წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა დაამზადეს ვიზუალური სასწავლო რესურსი - დიდი თემატური პლაკატი, რომელზეც თვალსაჩინოდ ასახეს მწერების განვითარების პროცესი - კვერცხიდან პეპლობამდე.
ნამუშევარი გამოირჩეოდა ფერადოვნებით, რამაც სასწავლო მასალა შთამბეჭდავი გახადა.
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კვლევითი, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
სასწავლო პროცესს პედაგოგი კესო ფიფია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო