
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გაცნობებთ, რომ 2025-2026 სასწავლო წელი მე-12 კლასელებისთვის სრულდება 2026 წლის 20 მაისს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ელექტრონული ჟურნალის კორექტირებისა და დადასტურების ვადებს.
ვინაიდან მე-12 კლასელებისთვის სასწავლო პროცესი სრულდება 2026 წლის 20 მაისს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში, ჟურნალის კორექტირება განახორციელონ 11 კალენდარული დღის განმავლობაში - 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით.
ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) ასახული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: საგაკვეთილო განრიგის კორექტირება, მოსწავლეთა კლასებზე გადანაწილება, განაყოფების გასწორება და სხვა, ელექტრონულ ჟურნალში აისახება სასწავლო წლის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში 2026 წლის 27 მაისის ჩათვლით.
აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, განახლებული/კორექტირებული ინფორმაცია ელექტრონულ ჟურნალში აღარ აისახება.
პროცესის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 31 მაისს, განხორციელდება ელექტრონული ჟურნალის ავტომატური დადასტურება.