ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი, როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებითი და საზეიმო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
აღსანიშნავია, მე-5 კლასში გამართული სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც პედაგოგი სიუზანა ნორსოიანი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიება გამოირჩეოდა საინტერესო და მრავალფეროვანი შინაარსით, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობითა და მაღალი ორგანიზებულობით.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემატური ნომერი, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, მონაწილეობდნენ შემოქმედებით აქტივობებში და შექმნეს საზეიმო და მხიარული განწყობა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან,ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი, კომუნიკაციური და სასცენო უნარების განვითარებას.