კერძო სკოლა „ინტელექტში“ გაიმართა ღონისძიება, რომელიც მოსწავლეთა ეროვნული თვითშეგნებისა და სულიერი ღირებულებების გაღრმავებას ემსახურებოდა.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლი თემაზე - „ქართლში ქრისტიანობის შემოღებიდან 1700 წელი“.
მოსწავლეები მაყურებლის წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ.
მათ დიდი მოწიწებითა და პასუხისმგებლობით გაითავისეს აღნიშნული საკითხი, ღირსეულად წარმოაჩინეს ქრისტიანობის ისტორიული მნიშვნელობა და უდიდესი პატივისცემა გამოხატეს ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის მიმართ.
ღონისძიება ასევე მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას.
სპექტაკლის ხელმძღვანელი მზევინარ შუბითიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: