გოკიოს საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა მშვიდობის ფერები 
19-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა მშობლიური ენის გაკვეთილი განსაკუთრებულად საინტერესოდ წარიმართა. გაკვეთილის თემა იყო - „მშვიდობა მსოფლიოში“, რომლის ირგვლივაც მოსწავლეებმა საინტერესო მოსაზრებები გააზიარეს.

მასწავლებელი ნარინე გალსტიანი ბავშვებს მშვიდობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ფერების სიმბოლურ დატვირთვაზეც გაამახვილა ყურადღება.

მოსწავლეები მსჯელობდნენ, თუ რომელ ფერებში ხედავენ მშვიდობას, სიკეთესა და მეგობრობას. პატარებმა დაასახელეს ის ფერები, რომლებიც მათთვის სითბოს, სიყვარულისა და ჰარმონიის გამომხატველი იყო.

გაკვეთილის ფარგლებში ჩატარდა თემატური აქტივობაც, რომელმაც მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები კიდევ უფრო წარმოაჩინა.

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ჰუმანური ღირებულებების გაძლიერებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203