ტანძიის საჯარო სკოლის მოსწავლის - გიორგი ბეგიაშვილის მორიგი ბრწყინვალე სპორტული წარმატება
18-05-2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

სწორედ ასეთი საამაყო სპორტსმენია გიორგი ბეგიაშვილი, მას შრომითა და მიზანდასახულობით არაერთი ჯილდო აქვს მოგებული. 

ახლახან, თბილისში გამართულ  საქართველოს ჩემპიონატზე, ძიუდოში, კერძოდ ნევაზას ტექნიკაში, ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ღსანიშნავია, რომ მან რამდენიმე თვის წინ დგომშიც მოიგო საქართველოს ჩემპიონატი.

ის ბოლნისის ძიუდოს სკოლის აღსაზრდელია. 

სკოლაში მოსწავლეს მორიგ წარმატებას ულოცვანენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203