თბილისის N64 საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსანს“ ინტელექტუალური თამაში მიეძღვნა
19-05-2026

თბილისის N64 საჯარო სკოლის მე-10 გ კლასში გაიმართა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, რომელიც ქართული ლიტერატურის უკვდავ ძეგლს - „ვეფხისტყაოსანს“ მიეძღვნა.

მოსწავლეები თამაშში აქტიურად ჩაებნენ, გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარები - მონაწილეებმა უპასუხეს საინტერესო შეკითხვებს პოემის სიუჟეტის, პერსონაჟების, მხატვრული სახეების, აფორიზმებისა და ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შესახებ.

ინტელექტუალურმა თამაშმა სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და დინამიკური გახადა.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს შოთა რუსთაველის შემოქმედების მნიშვნელობა და მისი განსაკუთრებული ადგილი ქართულ ლიტერატურაში.

ღონისძიებას პედაგოგი მაია მატუა ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, გამარჯვებულია ყველა, ვინც „ვეფხისტყაოსნით“ ინტერესდება, თუმცა თამაშს თავისი წესები აქვს, ამიტომაც ძალიან საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად ადგილები ასე გადანაწილდა:

1-ელი ადგილი „მირჭმულებმა“ მოიპოვეს, ხოლო მეორე ადგილი „ასპიროზებს“ ერგო.

„მადლობა ბავშვებს გაწეული შრომისთვის და საინტერესო თამაშისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა მონდომება და ენთუზიაზმი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203