მორიგი არაჩვეულებრივი საღამო და აღფრთოვანებული მაყურებელი - საზეიმო ღონისძიება ალერტკარის საჯარო სკოლაში
18-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიება, რომელიც ატარებდა როგორც ღრმა საგანმანათლებლო, ისე საზეიმო ხასიათს. 

„აღდგომის მადლმა კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა. კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და თანადგომა. ეს იყო მორიგი არაჩვეულებრივი საღამო, რომელმაც აღფრთოვანებული დატოვა მაყურებელი“,- გვიყვებიან სკოლაში

ბავშვებმა მაყურებლის წინაშე წარადგინეს სხვადასხვა სასცენო ნომერი: გაითამაშეს სპექტაკლი, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს ხალხური სიმღერები, იცეკვეს  და იგალობეს.

„სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების თანადგომით ყველაფერმა სასიამოვნოდ ჩაიარა. ეს ჩვენი სკოლის საიმედო, საოცარი, დაუღალავი, თავის პროფესიაზე შეყვარებული მუსიკის პედაგოგის ქალბატონ თინათინ ლაგვილავას დამსახურებაა, რომელიც ყოველ ჯერზე გვაოცებს თავისი ღონისძიებებით. მადლობა მას და მოსწავლეებს ამ სანახაობისთვის. ულევ წარმატებას ვუსურვებთ მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში 

ასევე სკოლის მოსწავლეებმა მადლობა  გადაუხადეს ალერტკარის საჯარო სკოლის დირექტორს - თამარ ივარდავას, იმ თანადგომისთვის, მზრუნველობისთვის, რომელსაც მათ მიმართ ყოველ ჯერზე იჩენს.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203