ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის -  ავთანდილ ქურციკიძის წარმატება ინგლისური ენის კონკურსში 
18-05-2026

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

აღსანიშნავია, მეათე კლასის მოსწავლის - ავთანდილ ქურციკიძის ბრწყინვალე შედეგი ინგლისური ენის ოლიმპიადაში. 

მე-10 კლასელმა მონაწილეობა მიიღო TOEFL-ის სასკოლო კონკურსში. მან წარმატებით გაიარა სამივე ტური და საუკეთესო შედეგი აჩვენა, რაც მოსწავლის მომავალი წარმატების საწინდარია.

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ავთოს ამ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ავთანდილ ქურციკიძის მასწავლებელი მარინა ხუციშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203