
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში მუსიკამ ენერგიამ და ახალგაზრდულმა ენთუზიაზმმა ერთად მოიყარა თავი - გაიმართა კონკურსი სახელწოდებით - „მელომანი“.
თამაში მეტად მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.
თითოეულმა გუნდმა განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა და დარბაზი დადებითი ემოციებით აავსო.
მონაწილეებმა მუსიკალური გემოვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„მუსიკა აერთიანებს, ამაღლებს და გვჩუქნის დაუვიწყარ ემოციებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ყველა მონაწილეს, გულშემატკივარს, ჟიურის წევრებსა და ორგანიზატორებს ამ ლამაზი დღისთვის.
„ვულოცავთ, გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: