„ერთად გავაცილოთ ანბანი“ - ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ინგლისური ენის ღია გაკვეთილი
18-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის ანბანი წარმატებით შეისწავლეს. 

სასწავლო მიღწევები კი საინტერესოდ შეაჯამეს. 

15 მაისს, მეორე კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „ერთად გავაცილოთ ანბანი“. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ნინო მელიქიძე ხელმძღვანელობდა. 

ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის და ენების პედაგოგები.  მოსწავლეებმა ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს და შესწავლილი საინტერესოდ და ნაყოფიერად შეაჯამეს. 

მოსწავლეებმა იმღერეს ანბანი, ერთმანეთს შეუსაბამეს ანბანის დიდი და პატარა ასოებით, ასევე დაალაგეს სწორი თანამიმდევრობით და სიმღერით დაგვირგვინეს

მოსწავლეებმა იმუშავეს, როგორ ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. მეტად საინტერესო იყო საკლასო სამუშაოც. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა აჩვენებს გუნდური მუშაობის უმაღლესი დონე.

გაკვეთილზე ასევე გამოყენებული იყო მოსმენითი დავალება, რომელსაც მე-2 კლასელებმა წარმატებით გაართვეს თავი.

ბოლოს კი ბავშვებმა შეისწავლეს ხმოვნები და დასახეს მომავალი საკლასო აქტივობა, რომელსაც მომდევნო კვირებში განახორციელებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203