წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლურ სკოლაში საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს პროექტი მიეძღვნა
18-05-2026

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლაში, საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 

მე-10 კლასმა მოაწყო ხელოვნებაში განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია თემაზე - „ღვთისმშობლის ხატები“.

პროექტი კვლევითი ხასიათის იყო, მოსწავლეებმა დაამუშავეს თემები ღვთისმშობლის გამოსახულებების 20-მდე ვარიანტზე, შექმნეს ფერადი საინფორმაციო ბროშურა, ჩაწერეს ინტერვიუ სკოლის მოძღვართან ამ თემის ირგვლივ და მათთვის მნიშვნელობან და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

პრეზენტაცია მეტად საინტერესო გამოვიდა.

ღონისძიებას პედაგოგი თინათინ ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203