
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ნანი მოდებაძე საკუთარ ემოციებსა და სათქმელს პოეტურ ნამუშევრად აქცევს.
პატარა ავტორი სხვადასხვა თემაზე წერს და შემოქმედებითი ნიჭით სასკოლო საზოგადოებისა და მასწავლებლების ყურადღებას იპყრობს.
ლექსების წერა ნანისთვის საკუთარი აზრების, გრძნობებისა და ოცნებების გამოხატვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საშუალებაა. მისი შემოქმედება გამოირჩევა გულწრფელობით, ფანტაზიითა და საინტერესო ხედვით.
ხრეითის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესები მხარდაჭერილია, მისი ნიჭი კი წახალისებული, რათა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას სრულად შეძლოს.
სკოლა მოსწავლის ლექსებს გვიზიარებს:
იმედი
ღამე თუ მოვა და გულს
დაგიმძიმებს გახსოვდეს -მზე
მაინც ამოვა ხვალე იმედი პატარა
ნაპერწკალს ჰგავს რომელიც წყვდიადს დაამარცხებს მალე.
მოლოდინი
მალე მოხვალ ვიცი და ჩამიკრავ
გულში შენთან ყოფნა ჩემთვის ყველაზე
მეტად მიღირს მამა.
სევდის ფერები
სევდა პატარა წვიმას ჰგავს
ჩუმად რომ მოვა ღამით თვალზე
ცრემლით დაგიხატავს
მონატრების ყოველ წამს.
მეგობრობა
მეგობრობა მხოლოდ საუბარი და
ლაპარაკი არ არის მეგობრობა ის
რამაა, როდესაც რთულ დროს მეგობარი გვერდით დაგიდგება
როცა სამყარო ზურგს შეგაქცევს
ნამდვილი მეგობარი შენს
გვერდით იქნება სამუდამოდ.
ლექსების ავტორი: ნანუკა მოდებაძე