„ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!“ - ქართული სულის ზეიმი წნორის N1 საჯარო სკოლაში 
18-05-2026

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მომავალ თაობას, ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ახლახან, მე-4 კლასში გაიმართა შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება სახელწოდებით - „ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!“. ღონისძიებას პედაგოგი მარინა გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა გააცოცხლეს საქართველოს ისტორია, ხოტბა შეასხეს სარწმუნოებას, წინაპართა გმირობასა და გამოხატეს სამშობლოს სიყვარული.

ზეიმზე ისმოდა გულში ჩამწვდომი სიტყვები საქართველოს მომავალზე, მშვიდობაზე, პატრიოტიზმზე.

მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ემოციურად წაკითხულმა ლექსებმა, ქართულმა ცეკვამ და სიმღერებმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქიზიყელი პოეტი - ნინო ზედელაშვილი, მისი ქალიშვილი - მომღერალი თაკო კერესელიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი, საკრებულოს კულტურის, განათლების ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე  ნანა ნანობაშვილი, ამავე სკოლის დირექცია და მასწავლებლები.

„სწორედ ასეთი თაობაა საქართველოს ნათელი მომავალი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა ნიჭიერება და ღირებულებები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203