
ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე აკადემიური წარმატებით ხარობენ.
რუსუდან ლოლაძემ MEP ქუთაისის ევროპარლამენტის მოდელირების დელეგატთა შორის გამარჯვება მოიპოვა და საგანმანათლებლო ვიზიტით, სტრასბურგში მიემგზავრება.
მოსწავლე პროექტში გამარჯვებისთვის უკვე საზეიმოდ დაჯილდოვდა.
„ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო მიდგომის, შრომის, ნიჭისა და მიზანდასახულობის დიდი გამარჯვება!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვამაყობთ შენი წარმატებით, რუსუდან! წინ კიდევ უფრო დიდი მწვერვალებია ჩვენი მოსწავლეებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: